ქალაქის პერიფერია, სკვერი. ღამის სიჩუმეს ქალის კივილი არღვევს. ვიღაცას ისევ არ გაუმართლა, ცუდ დროს მოხვდა ცუდ ადგილას. მეხუთე თავდასხმა სამი თვის განმავლობაში, მსხვერპლი ყველა შემთხვევაში ქალია, მანიაკი აქტიურ ქმედებას განაგრძობს. ხელწერა ერთი და იგივეა, მსხვერპლი ჯერ გააუპატიურეს და შემდეგ გაგუდეს. თუმცა არის ისეთი დეტალებიც, რომლებიც სხვა შემთხვევებში არ დადასტურებულა. იგივე მანიაკი მოქმედებს, თუ ვიღაც ახალი გამოჩნდა, ყველაფერთან ერთად, დეტექტივებმა ამ კითხვასაც უნდა უპასუხონ