გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი მანქანა საპატრულო სამსახურს არ ემორჩილება და სვლას განაგრძობს. ანერვიულებული მარიტა კი უშედეგოდ ცდილობს თავის შეყვარებულს დაუკავშირდეს, რომელსაც ცოტა ხნის წინ ეჩხუბა. ერთი შეხედვით, ამ ორ მოვლენას ერთმანეთთან არაფერი აკავშირებს. თუმცა, როცა მანქანა გაჩერდება, შიგნით მარიტას შეყვარებულის გვამს აღმოაჩენენ