მოკლული ბიზნესმენის—ნიკა ქორიძის გარშემო უამრავი ადამიანი ტრიალებდა. ამიტომ ეჭვმიტანილთა წრე საკმაოდ დიდია. მათ შორის არიან მისი თანამშრომლები და ახლობლები. გამოძიება ჯერ სწორ კვალზე არ დამდგარა, თუმცა შესაძლოა ახალი გარემოება დაეხმაროთ. რკინიგზის თანამშრომელი შემთხვევით ახალგაზრდა ქალს აღმოაჩენს, რომელსაც სველი ტანსაცმელი აცვია და უგონოდაა. გონზე მოსვლის შემთხვევაში, შეიძლება მან თქვას, რა მოხდა