ერთ დღეს მტკვარმა სამი ადამიანის გვამი გამორიყა. ორი ორთაჭალის კაშხალთან და ერთი დიღომში. ნაპოვნია დამწვარი მანქანა, სისხლის კვალი და ვაზნები. გარდა ამისა, საკუთარ აგარაკზე მოკლულია ბიზნესმენი ნიკა ქორიძე. ერთი შეხედვით, ამ ორ დანაშაულს საერთო არაფერი აქვს, თუმცა თანდათან საპირისპირო მტკიცდება