Sign In
ჩვენ ვერასდროს გაგიზიარებთ თქვენს ელფოსტას.
პაროლის აღდგენა

შეიყვანეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და ჩვენ გამოგიგზავნით ბმულს თქვენი პაროლის გადატვირთვისთვის.

შესვლა შესვლა
გარი კუნცევი

გარი კუნცევი

ბიოგრაფია

დაამთავრა ქ. ლენინგრადის კინოსაინჟინრო ინსტიტუტი ხმის ოპერატორის სპეციალობით. 1970 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" ხმის რეჟისორად; 1980 წლიდან იყო საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. მისი სცენარის მიხედვით გადაღებულია მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები. დამდგმელი რეჟისორია ფილმის: "სახლი, სადაც იბადებიან ზღაპრები“(დოკუმენტური, 2002); სცენარის ავტორია ფილმის: "ჩვენი ჯერია, ბიჭებო"! (1986); ხმის რეჟისორი/ოპერატორია ფილმების: "მშვიდობიანი დღეები" (1974), "დათა თუთაშხია" (1978), "ქორწინება იმერულად" (1979), "იცოცხლე გენაცვალე" (1981), "ჟანგიანი რაინდი" (ანიმაციური, 1984), "ათოვდა ზამთრის ბაღებს" (1984), "აშუღ-ყარიბი" (1988), "ალყა" (1990), "მოწმე"(ანიმაციური, 1991), "ლეონარდი" (1993), "ოსკარი" (1995), "ოცნებების სასაფლაო" (1997), "ანთიმოზ ივერიელი"(2001), "სიყვარული და კარტოფილი" (2003), "მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი" (2008) და სხვ. ხმის რეჟისორი, ოპერატორი.

  • ცნობილია: Sound
  • დაბადების დღე: 1943-04-22
  • დაბადების ადგილი:
  • ასევე ცნობილია: Harry Kuntsev, ჰარი კუნცევი, Guarri Kountsev, Garri Kuntsev

ფილმების ჩამონათვალი გარი კუნცევი