ქურდმა მოპარული კვიცი მეეტლეს მიჰყიდა. კვიცი გაიზარდა და მშვენიერ ბედაურად იქცა. ორ ცხენს შუა შებმულმა ქოჩორამ ხონი-ქუთაისის გზაზე მუშაობას წლები შეალია. დაბერდა, გამოუსადეგარი გახდა. მეეტლემ გაუშვა, მაგრამ ქოჩორამ ჩვეულება ვერ მოიშალა, ნაცნობ ეტლს ხშირად აედევნებოდა ხოლმე. მეეტლეს მობეზრდა და გზა ჩაუხერგა. ნაწყენმა ქოჩორამ ბაწარს კბილი ჩაავლო, ეკლესიის ზარს შემოჰკრა...